|
2019-03-26 17:47:59, 1519 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე - როგორ შეიძლება „კლანი“ ვუწოდოთ მათ, ვინც სტრასბურგში მიმართვიანობა 11-ჯერ შეამცირა
კლანზე საუბარი გამორიცხულია - ეს არის სასამართლო კორპუსი, რომელმაც იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეთა კორპუსის „კლანად“ მოხსენიება არასწორია, რადგან მათი წყალობით11-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მიმართვიანობა. „არავითარი „კლანი“ სასამართლო სისტემაში არ არსებობს. კლანი დანაშაულთან ასოცირდება. 2012 წლის შემდეგ ამ ე.წ. კლანმა, იუსტიციის საბჭომ და მთლიანად სასამართლო კორპუსმა დადო ისეთი შედეგები, რომელიც არ ჰქონია სასამართლო სისტემას არსებობის ისტორიაში. როგორ შეიძლება კლანი ვუწოდოთ იმას, რომელმაც 11-ჯერ შეამცირა სტრასბურგში საქმეების რაოდენობა. სასამართლო კორპუსმა იგრძნო, რომ არის ხელისუფლება, არის დამოუკიდებელი“, - განაცხადა მურუსიძემ.
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)