|
2019-03-26 16:29:41, 2521 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მარტინ ჰერემი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულებისა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის დატოვების შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალურ შტაბში გამართულზე შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის, საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის თანამშრომლობაზე გაამახვილეს. დღესვე, ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონელი გენერალი საქართველოს ეროვნულს გვარდიას, სპეციალური ოპერაციებს ძალებს, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვევა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)