20:48 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 13:46:10, 1535 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია - ვიდრე კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს, იქნებ მისმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა უშველოს

„ირაკლი კობახიძემ, სწორედ იმიტომ, რომ თანამდებობა როგორმე შეენარჩუნებინა, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“  გაუწოდა ხელი, „ევროპულ საქართველოსაც“ ფეხქვეშ გაეგო“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის წასვლის მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი.

„ირაკლი კობახიძემ, სწორედ იმიტომ, რომ თანამდებობა როგორმე შეენარჩუნებინა, რომელიც ფაქტიურად დაკარგული აქვს, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“  გაუწოდა ხელი ბოლომდე და მათ შორის „ევროპულ საქართველოსაც“ ბოლომდე ფეხქვეშ გაეგო, ადეიშვილისა და სააკაშვილის ჯალათებსაც გაუწოდა ხელი. იმ მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასოდეს მივიღებ. კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მე უკვე დიდი ხანია დავასრულე. ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ ჩემთან და მე მისი ბოდიში არ მივიღე, ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშის მოხდა. ისიც იმიტომ, რომ მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს დღეს ქვეყანას. ახლა, მისი წასვლის ფორმალური გაფორმებაა დარჩენილი და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს, იქნებ,  უშველოს მისმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს და არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულებმა იარონ. ოღონდ მე „ნაციონალურ მოძროაბასთან“ და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც და მის გუნდსაც ძალიან მალე დავასრულებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაში და მას თანადგომა სჭირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics