|
2019-03-26 13:44:15, 1402 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კობა გვენეტაძეს შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ფორმატზე შევჯერდებით
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კობა გვენეტაძის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონსულტაციები. „ჩვენ ვნახეთ, რომ მაია ცქიტიშვილი იყო მობრძანებული პარლამენტში. მან გასცა პასუხი ყველა კითხვას. არ დარჩა არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, ანალოგიურად ალბათ კობა გვენეტაძესაც შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება. არის კითხვები და ამ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ეს პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე", – განაცხადა კობახიძემ.
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)