|
2019-03-26 12:56:32, 999 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ მამალაძის ძმა - მამა გიორგის სამარხვო საკვებს არ აწვდიან
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან სამედიცინო დაწესებულების პერსონალი მას მხოლოდ ისეთ საკვებს აწვდის, რომელიც სამარხვო არ არის. თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი იძულებულია, საკვები მაღაზიაში შეიძინოს. იმ შემთხვევაში კი თუ მას ამის შესაძლებლობა არ ექნება, მას იძულებითი შიმშილობა მოუწევს. „მე-18 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს ჩემს ძმას სამარხვო საკვებით მომარაგებას. ამიტომაც ჩემმა ძმამ უარი განაცხადა მე-18 დაწესებულების საკვების მიღებაზე. როდესაც ღუდუშაურის კლინიკადან გადაჰყავდათ ჩემი ძმა მე-18 დაწესებულებაში, ოჯახს პირობა მოგვცეს, რომ სათანადო მკურნალობას გაუწევდნენ იმ მძიმე დაავადებასთან დაკავშირებით, რაც ჩემს ძმას დაემართა. მაგრამ ვხედავთ, რომ ელემენარული ყურადღებაც კი არ ექცევა. ამიტომაც ვითხოვთ ჩემი ძმის იმ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც სიცოცხლე შენარჩუნდება“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)