|
2019-03-26 12:48:51, 2929 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყო
პენტაგონმა 1 მილიარდი დოლარი გამოყო მექსიკასთან საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის კედლის მშენებლობისთვის, - შესაბამისი ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა გასცა. თანხა გამოყენებული იქნება იუმასა [არიზონას შტატი] და ელ-პასოში [ტეხასი] საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის ბარიერის ასაშენებლად. ასევე თანხა დაიხარჯება გზების რეაბილიტაციასა და განათებების დამონტაჟებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო. თებერვლის შუა რიცხვებში თეთრი სახლის პრეზიდენტმა საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცნობისთვის, კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 35-დღიანი, ამერიკსი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი გამოიწვია, როდესაც პრეზიდენტმა ბიუჯეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა და უწყებები დაფინანსების გარეშე დატოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)