|
2015-06-22 16:39:19, 893 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ თურქეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე რ.ც., რომლის ავტომანქანაშიც, დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ლირიკა“ (112 კაფსულა) აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს. გარდა ამისა, ანალოგიური კანონდარღვევა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა 20 ივნისს, სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე. სომხეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: „ტრამადოლი“ - 32 აბი (50 მგ-იანი), „ტრამადოლი“ - 8 ამპულა (100 მგ-იანი) და „ლირიკა“ - 10 კაფსულა (75 მგ-იანი) - აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 8 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ტრამადოლი“ აღმოაჩინეს სგპ „ნინოწმინდის“ მებაჟე ოფიცრებმა 21 ივნისს, სომხეთის მოქალაქე მ.ზ.-ის დათვალიერებისასაც. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)