|
2015-06-22 16:22:18, 5375 ნახვა
კულტურა
სოხუმის დრამატულმა თეატრმა საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის გრანპრი აიღო
კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის გრანპრი აიღო. „ჩვენმა თეატრმა მონაწილეობა მიიღო კომედიის ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალზე. აღნიშნული ფესტივალი საკმაოდ დიდია და საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედი სახელმწიფო თეატრი მონაწილეობას იღებს. ამ წელს კომედიის ყოველწლიურ ფესტივალზე ოცმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლები კომედიურ ჟანრში. ამ ფესტივალზე ჩვენ წარვადგინეთ ახალი სპექტაკლი „მილიონრები“, რომლის პრემიერა ორი კვირის წინ შედგა. „მილიონრები“ დაიდგა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. მე გავიმარჯვე საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ამ ნომინაციაში როგორც დამდგმელმა რეჟისორმა. სოხუმის თეატრისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს თეატრს არა აქვს შენობა და ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამ მდგომარეობისა ჩვენ მაინც მოწონება დავიმსახურეთ და პრიზი მივიღეთ. ეს არის ფულადი ჯილდო,რომელიც საკმაოდ დიდია. ჩვენ პატარა შენობა გვაქვს რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას 6#-ში და იქ გავდივართ რეპეტიციებს. სპექტაკლი ახმეტელის თეატრის სცენაზე ვითამაშეთ. ახმეტელის თეატრმა უფასოდ დაგვითმო თავისი სცენა“,-აღნიშნა დავით საყვარელიძემ.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)