10:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 14:12:02, 1107 ნახვა

პოლიტიკა
პეტრიაშვილის შეფასებით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურის მოქმედება ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხს გადაწყვეტს

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა იური ვაზაგაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურის მოქმედება  ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხს გადაწყვეტს.

"მინდა, მწუხარება გამოვხატო ამ შემზარავი მკვლელობის შედეგად დაღუპული მართლაც ძალიან ღირსეული ადამიანის, იური ვაზაგაშვილის, გარდაცვალების გამო. რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, ზოგადად მათ საქმიანობაზე მე ჩემი შეფასება არაერთხელ გამიხმოვანებია, მაგრამ ეს უკვე კონკრეტულად პროკურატურის კი არა, მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია. მართლაც ამ მკვლელობის, პირდაპირ ვიტყვი, ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, საზოგადოების, პოლიტიკური სპქეტრის, თითოეული ჩვენგანის მოთხოვნაა, რომ ეს უმოკლეს დროში იყოს გამოძიებული", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე გარდაცვილილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. დამნაშავეების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics