|
2019-03-19 14:58:09, 1243 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მათთან, ვინც კვაჭანტირაძის პოსტიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა, პოლიტიკური კონსულტაციები დაგვჭირდება
უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები დაგვჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი განხილვა პარლამენტში ორ კვირაში განახლდება. „ამ საკითხის განხილვას ორ კვირაში დავუბრუნდებით. რაც შეეხება უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებმაც მიიღეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათთან დაგვჭირდება პოლიტიკური კონსულტაციები“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხზე ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება. ამასთან, კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)