18:33 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 12:05:40, 1909 ნახვა

რეგიონი
უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებსა და ბლოგებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები სტუმრობენ.

მედიატურის ფარგლებში ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, მტირალას ეროვნულ პარკსა და კურორტ გოდერძის მოინახულებენ. ჟურნალისტები ასევე, ეწვევიან ქედის მუნიციპალიტეტს, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. მედიატურის შედეგად, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები და ბლოგები უკრაინის წამყვან მედიაპლატფორმებზე ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები რეგიონს წლის განმავლობაში ხშირად სტუმრობენ. 2018 წელს, რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ჯამში 963 ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. მათ შორის მედია-ინფოტურები ჩატარდა უკრაინიდან, საიდანაც რეგიონს 2018 წელს 44%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics