16:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 13:31:26, 1204 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე უმრავლესობის კანონპროექტზე - სასამართლო „კლანი“ კი არა „ჭინკების კორპორაციაა“

 „კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია“ - ასე გამოეხმაურა  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

დეპუტატის განცხადებით, მისი ფრაქცია აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კიდევ უფრო ამტკიცებს ამ ე.წ. კლანის პოზიციებს სასამართლოში. კლანი- ასე შევეჩვიეთ. კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია, რაღაც გაერთიანებული ჯგუფი,რომელიც ყველანაირად ცდილობს საკუთარი და ხელისუფლების ინტერესების დაცვას და ამ დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია სწორედ ეს კანონპროექტი,რომელსაც განვიხილავთ. ეს კიდევ უფრო აუარესებს სასამართლო სისტემაში არსებულ  მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics