|
2019-03-15 17:43:45, 3155 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს
ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით, უპრეცედენტო განვითარების დინამიკით, ძალისხმევითა და მონდომებით საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა. ეს კიდევ ერთხელ გაცხადდა გუშინ, ნატოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოფიციალურ დოკუმენტში - გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშში. სწორედ იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლა მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალზე. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, დოკუმენტში აქცენტი ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებზე გაკეთდა და განსაკუთრებით გამოიყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივები, რაც საერთო ძალისხმევით საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური განვითარებისთვის, მისი ინსტიტუციური აღმშენებლობისთვის და გაძლიერებისთვის წარმატებით ხორციელდება. „სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ექსპერტებთან ერთად, რომლებიც როგორც ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან არიან წარმოდგენილნი, წარმატებით ვახორციელებთ უკვე არა მხოლოდ ორ ინიციატივას, რომელიც ხშირად იყო 2016-2017 წლების ანგარიშებში მოხსენიებული, არამედ უკვე 2018 წლის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ დამატებით 6 ინიციატივა განხორციელდება და ხორციელდება წარმატებით, რაც არის საამაყო ფაქტი ყველა ჩვენთაგანისთვის“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)