|
2019-03-15 12:17:03, 4264 ნახვა
მსოფლიო
ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია
ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის იარაღის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები წერია. ფოტოს daily mail-ი აქვეყნებს. ქართული წარწერების გარდა, წარწერები სხვადასხვა ენაზე კიდევ რამდენიმე იარაღზეა განთავსებული. ცნობისთვის, კრაისტეჩერში ორ მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც ბოლო მონაცემებით 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე დაჭრილია ათობით ადამიანი. თავდაპირველად მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ბრენტონ ტარანტს უწოდებს, მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მივიდა, სადაც 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა. ამის შემდეგ კი, თავდასხმა კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთზე მოხდა. პოლიციამ ტარანტის გარდა, კიდევ 3 თავდამსხმელი დააკავა. აღსანიშნავია, რომ ბრენტონ ტარტმა სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერი ჩართო თავდასხმა გადაიღო. მისი ვიდეოები ამ დროისთვის წაშლილია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)