14:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 22:44:48, 4806 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას ლგბტქ ადამიანების უფლებების გამო მწვავედ აკრიტიკებს

საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს სექსუალური იდენტობის გამო ჩადენილ დანაშაულებთან საბრძოლველად გამოცდილება არ ყოფნით, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის დასკვნაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ლგბტქ ადამიანები სექსუალური იდენტობის გამო თავდასხმის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან, თუმცა სამართალდამცველები არსებულ კანონს პრაქტიკაში არ იყენებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოში ტრანსსექსუალ ქალებს არ შეუძლიათ, დოკუმენტში სასურველი სქესის ჩაწერა, რადგან კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს.

"ლგბტქ ადამიანები ხდებიან სისტემური ძალადობის, შევიწროვების და შეუწყნარებლობის მსხვერპლები. წლის განმავლობაში ლგბტქ ადამიანებზე თავდასხმის ცნობები ვრცელდებოდა, ამ შემთხვევების უმრავლესობის გამოძიება ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა სასამართლომ დამამცირებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართალდამცავ ორგანოებს სიძულვილის დანაშაულის გამოძიების გამოცდილებია არ აქვთ, ამიტომ ხელისუფლებამ ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ არ გამოიძია. სამართალდამცველები თავის მოვალეობას პირნათლად არ ასრულებდნენ", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დეპარტამენტს პრობლემატურად ესახება ის საკითხიც, რომ ლგბტქ ადამიანებზე სისტემატურად ხორციელდება თავდასხმები ოჯახში და საზოგადოებრივ ადგილებში, ხოლო ხელისუფლებას არ შეუძლია, ეს თავდასხმები შეაჩეროს.

ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ არაეფექტურმა ანტიდისკრიმინაციულმა პოლიტიკამ ლგბტქ ადამიანების ხელისუფლებისადმი უნდობლობა გამოიწვია. აღნიშნულია ასევე სიძულვილის ენა, რომელსაც პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოხელეთა ნაწილი იყენებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია წინა წლებში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი რეზონანსული დანაშაულებები და ასახულია ხელისუფლებისადმი მოწოდება, ისინი გამოიძიოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics