05:33 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 15:51:14, 1478 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ  განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე,  პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლება, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, რათა სწავლის დამთავრების შემდეგ ყველა ახალგაზრდამ შეძლოს წარმატებით დასაქმდეს სხვადასხვა სფეროში.

,, დიდი ყურადღება დაეთმობა განათლებას და შემდეგ უკვე კარიერულ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ერი. ამას დასჭირდება ბევრი მუშაობა. საჭირო იქნება თქვენი მხრიდან ჩართულობა და მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ  ეს სურვილი თქვენგანაც მოდის. წელს უკვე ძალიან მნიშვნელოვნად გაიზრდება განათლების დაფინანსება და დაახლოებით, ბიუჯეტის მეოთხედი გადანაწილდება განათლების სფეროზე. არცერთ მონდომებულ ახალგაზრდას არ უნდა შეექმნას შეფერხება განათლების კუთხით'', - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. გაიმართა ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია. სტუდენტებმა კი, თავის მხრივ, წარმოადგინეს განათლების სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა. მოწვეული სტუმრები გაეცნენ ახალგაზრდების ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელებულ პროექტებს და მოისმინეს სამი ქედელი ახალგაზრდის გამოცდილება თუ როგორ მოხვდნენ საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით.

შეხვედრის შემდეგ, ქედის მუნიციპალიტეტის  ცხრა წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოეს.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics