00:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 15:14:08, 1480 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ჩ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლ.ჩ.-მ, შურისძიების მოტივით, დ.გ.-ს ხის ძელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.გ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ლ.ჩ. იმავე დღეს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics