|
2019-03-12 18:09:07, 1053 ნახვა
საზოგადოება
ნიშნიანიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩა N35-ში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 3 500 კვ.მ ფართობზე იგება. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, მოეწყო წყალარინების შიდა ქსელიც. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა გაბუნია და თამარ ტალიაშვილი გაეცნენ. „ვასრულებთ კიდევ ერთ საგზაო პროექტს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოვაწყეთ. აღნიშნულ დასახლებაში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზოგადად, დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ იმისთვის, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 170 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.
(NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)