23:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 16:42:01, 986 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში რვა მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის ფიტნეს ზონები ეწყობა.

ფიტნეს ზონები ამჯერად, რვა მისამართზე - ლიბანის ქუჩა N1-ში, გლდანის ხევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირ კურსანტთა II შესახვევის N3-ში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N24-24ა-24ბ-ში, მე-8 მიკრორაიონის N29-ში, I მ/რ-ის N3ბ და მუხიანის მე-4 ა მ/რ-ის N17ა კორპუსებთან, გლდანის მე-3 ა მ/რ-ის N23-24 კორპუსების მიმდებარედ განთავსდა. 

პროექტის ფარგლებში, სპორტულ სივრცეში კაუჩუკის საფარი დაიგო, ტერიტორია გადაიხურა და  სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა. 

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 127 434 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics