|
2019-03-12 14:58:58, 1649 ნახვა
რეგიონი
შუახევში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის სამსახურის თანამშრომლებთან და ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე ომარ ტაკიძე. შეხვედრის ძირითად თემას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების, კრიტერიუმების, პროგრამის მოცულობისა და სტრუქტურის გაცნობა წარმოადგენდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, შუახევის მუნიციპალიტეტს 760 000 ლარამდე გამოეყოფა. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა. სოფლის კრებები შუახევში ხვალიდან დაიწყება და კვირის ბოლომდე გაგრძელდება. თათბირზე ასევე განიხილეს სხვა შემხვედრი საკითხები. ყურადღება გამახვილდა სოფლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რწმუნებულების აქტიურ ჩართულობაზე მიმდინარე პროცესებში და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)