|
2019-03-12 13:20:59, 2779 ნახვა
მსოფლიო
მაიამის პოლიციამ კონორ მაკგრეგორი დააკავა
მაიამის პოლიციამ UFC-ის ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი დააკავა. მისი დაკავება სასტუმრო Miami Beach-ში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. კერძოდ, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მაკგრეგორმა გულშემატკივარს, რომელიც ფოტოს იღებდა, მობილური ტელეფონი გამოსტაცა. ამის შემდეგ სპორტსმენმა ტელეფონი დაამსხვრია, შემდეგ კი, ნაწილები აიღო და ტერიტორია დატოვა. პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ მაკგრეგორს ძარცვა და ხულიგნობა ედება ბრალად. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა სპორტსმენის დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სავარაუდო ინციდენტის ამსახველი კადრები ნახეს. ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაკგრეგორის მეორე დაკავებაა. გასული წლის აპრილში იგი ავტობუსის დაზიანებისთვის დააკავეს, რომელშიც UFC-ის მებრძოლი, ჰაბიბ ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები იმყოფებოდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)