|
2019-03-09 11:52:53, 3120 ნახვა
მსოფლიო
აშშ თურქეთს რუსული C-400-ის გამო აფრთხილებს
თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (C-400) შეძენას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ პეჰონმა განუცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონისთვის გასაგებია თურქეთის მისწრაფება, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის სისტემა, თუმცა პეჰონის განმარტებით, C-400 თურქეთის აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობას შეზღუდავს. ამასთან, 8 მარტს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა, რომ ანკარის მიერ რუსული C-400-ის შეძენა ამერიკული მოიერიშე F-35-ისა და საზენიტო კომპლექს „პატრიოტის“ თურქეთისთვის მიყიდვაზე გავლენას მოახდენს. შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის (С-400) განთავსება ოქტომბერში იგეგმება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)