|
2019-03-08 12:38:54, 1311 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ის, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია, ყველაზე იაფფასიანი სპეკულაციაა
„ის, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია, ყველაზე იაფფასიანი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური სპეკულაციაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ბახტაძის თქმით, ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას პრიორიტეტულ პროექტად განიხილავს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა იმ პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმაში, რომელიც წარმოადგინა, ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში შეიყვანა.
"ჩვენ ვიხილეთ, რომ აქვთ მცდელობა, ანაკლიის პროექტიც კი ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ საკითხს მიაბან. მინდა, გულწრფელად და გარკვეული ემოციებითაც გითხრათ, ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებებს, ჩემთვის მართლაც ძალიან რთულია, ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი. არა მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, ვისაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, გინდ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გინდ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და გინდ, საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, უფრო მეტიც, ის გახლავთ ჩემი ხედვისა და სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური „ჰაბი“, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას პრიორიტეტულ პროექტად განიხილავს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ევროკავშირმა იმ პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმაში, რომელიც წარმოადგინა, ანაკლია შეიყვანა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში. აქედან გამომდინარე მე მინდა, ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა: როგორ შეიძლება, ვინმეს ამის მერე ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია? ეს არის ყველაზე იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი მე ბოლო პერიოდში მომისმენია და ამავე დროს, სრულიად უპასუხისმგებლო. თუ ვინმეს აქვს გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, და ამავე დროს, ის არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის ამის უფლებას თავს ნამდვილად არ მისცემს. შესაბამისად, მრჩება მხოლოდ ერთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაციაა და მცდელობა იმისა, რომ საკითხიდან, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს პროფესიული მსჯელობის საგანი, აქცენტის გადატანა ხდება“, - განაცხადა ბახტაძემ.
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)