|
2019-03-07 12:48:41, 1565 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 11 მარტამდე - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10, +15 გრადუსი იქნება. მათი თქმით, 9-10 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +15, +20 გრადუსამდე გათბება. 11 მარტს სითბოს ფონზე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 7 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 8 მარტის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, საღამოს და ღამის საათებში იწვიმებს, ხოლო 8-11 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 10-11 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)