|
2019-03-06 13:04:47, 1454 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის სიმბოლო
„სალომე ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნების, ამომრჩეველზე ზეწოლის, მასობრივი მოსყიდვის სიმბოლო, მას არ აქვს ხალხის მანდატი და სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და არ ესწრება მის გამოსვლას პარლამენტში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცადა. დავით ბაქრაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარტიამ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. „ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების, არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლით, ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით. არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის ენა და ოპონენტების მიუღებლობა. არავინ დღემდე არ დასჯილა ძალადობის მოსყიდვის და სხვა დარღვევების გამო. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს იმ უმძიმესი დასკვნების გამო, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ პასუხს არ აგებს იმ ზიანის გამო, რომელიც მიადგა ქართულ დემოკრატიას და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და ჩვენ, პროტესტის ნიშნად, არ ვაპირებთ დავესწროთ დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, რადგან სალომე ზურაბიშვილი გახდა სიმბოლო იმ არჩევნების, როდესაც არჩეულ პირს არ აქვს ხალხის მანდატი და ეს არჩევნები არ იყო ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვა. მიგვაჩნია ეს არის ერთადერთი მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)