22:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 13:00:14, 1762 ნახვა

სამართალი
თებერვალში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 თებერვლიდან  28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 19  ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

დეპარტამენტის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 193 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 30 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 67 ფაქტი, გურიაში - 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8 ფაქტი, შიდა ქართლში - 87, ქვემო ქართლის მასშტაბით - 43 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 61  ფაქტი დაფიქსირდა.

„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics