|
2015-06-19 15:27:12, 928 ნახვა
სამხედრო
კაპიტნის საკარიერო სკოლის 2015 წლის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის 2015 წლის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამოცდათოთხმეტმა სამხედრო მოსამსახურემ კაპიტნის საკარიერო სკოლაში - მანევრის, დაზვერვის, პერსონალის, ლოგისტიკის, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და საჰაერო თავდაცვის საკარიერო კურსები გაიარა. ცერემონიალის დაწყებამდე კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ მიულოცეს. კაპიტნის საკარიერო სკოლის ოთხი წარჩინებული კურსდამთავრებული დიპლომებითა და საჩუქრებით გენერალური შტაბის უფროსმა დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებმა კი კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს. ცერემონიალის დასასრულს, კაპიტნის საკარიერო სკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბესიკ ნებაძემ სკოლის ინსტრუქტორები კურსების წარმატებით ჩატარებისთვის სამხედრო თემატიკის წიგნებით დაასაჩუქრა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)