|
2019-03-04 14:51:59, 1198 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში CIB-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მესამე ფაზის (CIB) სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმ რიგი ცვლილებების განხორციელების პროცესში, რომლებიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებშია გათვალისწინებული“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. შეხვედრაზე მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს. წარმოდგენილი იყო ანგარიში ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების, ტექნიკური და საკადრო რესურსების შესაძლებლობების განვითარების შესახებ, რაც ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფარგლებში ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და ევროკავშირის წარმომადგენელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)