18:45 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 14:41:40, 889 ნახვა

სამართალი
პროკურორი: არ ვეთანხმებით, რომ პირადი თავდებობა ბრალდებულების ქცევაზე კონტროლს უზრუნველყოფს

ე.წ. კაბელების საქმის  პროკურორი  ლევან ბაჩიაშვილი არ ეთანხმება მოსამართლის პოზიციას, რომ პირადი თავდებობა ბრალდებულების ქცევაზე კონტროლს უზრუნველყოფს. 
როგორც ბაჩიაშვილმა ე.წ.  კაბელების საქმეზე წინა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული ბრალდებულის შემთხევაში 10 ათას ლარიანი გირაო რისკების გარანტიას  უზრუნვეყოფდა. 
„სასამართლოს ბრალდების მხარის შუამდგომალობა გაითვალისწინა იმ კუთხით, რომ  დღესაც არსებობს  ის რისკი და საფუძველი, რომ ბრალდებულებმა შესაძლოა ჩაიდინონ დანაშაული. მოწმეებზე მოახდინინ ზეწოლა ან არ გამოცხადნენ სასამართლოში. თუმცა ჩათვალა რატომღაც რომ პირადი თავდებობა უზრუნვეყოფდა, ბრალდებულების პირად ქცევაზე კონტროლს, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება. ვინაიდან  მიგვაჩნია, რომ 10 ათას  ლარის სახით გირაო აღნიშნულ რისკებს უზრუნვეყოფდა“,-განაცხად ბაჩიაშვილმა. 
რაც შეეხება გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას  ბაჩიაშვილის თქმით,  ამ გადაწყვეტილებას მოსამართლის განჩინების ჩაბარების შემდეგ მიიღებენ. 
ცნობისთვის, ე.წ. კაბელების  საქმის განხილვა 26 ივნისს 11:00 საათზე განახლდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics