|
2019-03-03 12:54:43, 1296 ნახვა
საზოგადოება
თებერვალში განმეორებით ჩაჭრილი აკრძალული, ღია კამერიანი გაზდანადგარების სტატისტიკა
ყაზტრანსგაზ-თბილისი ავრცელებს თებერვლის თვეში დედაქალაქში ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლების და წყალგამაცხელებლების სტატისტიკას რაიონების მიხედვით. გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების ყველაზე ხშირი დარღვევა სტატისტიკურად გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში დაფიქსირდა. ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა ის ოჯახები შეამოწმეს სადაც ცოტა ხნით ადრე , დარღვევები დააფიქსირეს და გაზის დანადგარები ჩაჭრეს. განმეორებითი შემოწმების დროს კი ბინებში მეპატრონეებს თვითნებურად ქონდათ აღდგენილი გაზის მიწოდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც აღნიშნულ ბინებში მცხოვრებლებს ისე მათ მეზობლებს, რადგან მოიხმარენ ღია კამერიან მკვლელ დანადგარებს და ასევე ხშირად საკვამლე მილი დაერთებული აქვთ კორპუსის სავენტილაციო არხთან, რაც კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების ჯანმრთელობას. გლდანი -399 გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნათ ღია კამერიანი გაზის დანადგარები და გაითვალისწინოთ ყაზტრანსგა-თბილისის სპეციალისტების რეკომენდაციები. გახსოვდეთ CO ბუნებრივ გაზზე საშიშია. NS
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)