|
2019-03-02 16:53:50, 3599 ნახვა
საზოგადოება
„სიღარიბეს განაპირობებს დამღუპველ ჩვევაზე დახარჯული ფული“ - სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა, გასახვევი თამბაქოც გაძვირდეს
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გაიზარდოს. ზოიძის განმარტებით, აქციზზე ფასის მატებით მოსახლეობა თამბაქოს ვეღარ მოიხმარს, რაც დეპუტატის მტკიცებით, მათ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. "არგუმენტები, რომ რა ქნას ღარიბმა მოსახლეობამ არ მიიღება, იმიტომ, რომ მათ სიღარიბეს განაპირობებს სწორედ ის, რომ მათ არ შეუძლიათ ეს ფული, ამ დამღუპველ ჩვევაზე დახარჯული ფული, რომლითაც შეუძლიათ უზარმაზარი ეკონომია მიიღონ, მოახმარონ თავიანთ თავებს და თავიანთი შვილების ჯანმრთელ კვებას და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას", - განაცხადა ზოიძემ "მაესტროს" ეთერში. მან მთავრობას მოუწოდა დაასრულონ პროცედურები, რათა საქართველო შესაბამის კონვენციას შეურთდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)