|
2015-06-19 14:07:28, 848 ნახვა
სამართალი
ირაკლი ალასანია: როგორც დღეს დამარცხდა უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას
„როგორც დღეს დამარცხდა უზნეობა და უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას არჩევნებზე“, – ასე შეაფასა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბრალდებული ხუთივე პირი, ხუთი დეპუტატის პირადი თავდებობის საფუძველზე, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ალასანიას თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მას ასევე მოლოდინი აქვს, რომ თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმე საერთოდ შეწყდება. „მე შინაგანად ველოდებოდი, რომ თავდებით გაათავისუფლებდნენ, რადგან, ძალიან მოტივირებული და საფუძვლიანი იყო დაცვის მხარის მოთხოვნა და უსაფუძვლო იყო ბრალდების მხარის დასაბუთება, თუ რატომ უნდა გადაეხადათ დაკავებულებს გირაო. ის, რომ თითქოს სულგრძელობა გამოიჩინა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პროკურატურამ, რომ თავდებობით კი არა, გირაოთი უნდა შეეცვალათ აღკვეთი ღონისძება, ეს იყო უსაფუძვლო და ამიტომაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. მე ველოდები, რომ საერთოდ ეს საქმე შეწყდეს“, – აღნიშნა ალასანიამ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)