|
2019-03-01 15:01:37, 1466 ნახვა
საზოგადოება
„გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკოსებმა მწვავე შეფასებები გააკეთეს“ - ომბუდსმენი მზად არის ხაზარაძეს შეხვდეს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზად არის "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს შეხვდეს. ლომჯარია მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენები ომბუდსმენის ყურადღების ქვეშ უნდა მოექცეს. "მქონდა ბატონ ხაზარაძესთან კომუნიკაცია. მან გამოხატა ჩემთან შეხვედრის სურვილი, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს შეხვედრა არ შემდგარა. ველოდები შეთავაზებას, როდის იქნება მზად შესახვედრად. საქმეს არ ვიცნობ, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ, თუ იქნება ისეთი გარემოება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ, როგორც ოფისი და გავუწიოთ მას დახმარება, აბსოლუტურად მზად ვარ. მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა. რეალურად, ამ პირის მიმართ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებმა გააკეთეს ძალიან მწვავე და კრიტიკული შეფასებები მისი მიმართ, ამიტომ ეს საქმე უნდა მოექცეს სახალხო დამცველის ყურადღების ქვეშ",- განაცხადა ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)