|
2019-03-01 14:37:08, 1605 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს
"რუსთავი 2"-ის წამყვან გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქართიას მიმართეს, - შესაბამის ინფორმაციას თავად ქართია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ. "სადავო მასალა, რომელიც ეძღვნებოდა ქალის სასქესო ორგანოს აგებულებას და სექსუალური განათლების თემატიკას, 2019 წლის 17 თებერვალს გადაცემა "კურიერი P.S-ს" ეთერში გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ბავშვთა უფლებები და მსგავსი სიუჟეტები ბავშვთა ფსიქიკაზე მავნე გავლენას ახდენს, შესაბამისად აცხადებს, რომ "რუსთავი 2-მა" და მისმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი (ბავშვის ინტერესი) დაარღვიეს. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა სადავო სიუჟეტში ეთიკური სტანდარტები", - წერია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)