|
2019-03-01 14:16:57, 1530 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ანტონი - საპატრიარქო მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება მოითხოვოს
საპატრიარქო მზად არის დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა გლდანის ციხეში დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპატრიარქო განიხილავს დეკანოზის საქმეს და საბოლოოდ ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს. „მივიჩნევ, რომ ვალდებულები ვართ საკითხი განვიხილოთ შიგნით, ჩვენ ამისი რესურსიც გვაქვს, შესაძლებლობაც და ძალაც. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და საუბარი. ეს არის შიდა საკითხები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ და ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად ნაბიჯი გადადგას დეკანოზ მამალაძის შეწყალების მოთხოვნაზე. ამ თემას არ სჭირდება სპეკულაციები და გაზვიადება. დეკანოზი თავადაც ძალიან ჯანსაღ და კარგ პოზიციაზეა. მალე იხილავთ, რომ ის მალე იქნება შეწყალებული, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. მე ვთვლი რომ დეკანოზი უდანაშაულოა“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)