19:13 - 22 Jul, 2026
|
2019-03-01 14:06:41, 1293 ნახვა
საზოგადოება
კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება
კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული: „N6 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N4, N11, N26, N58, N66, N72, N147 და N161 ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირს დაუკავშირდებიან, შემდეგ გაივლიან ტაშკენტის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით კანდელაკის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო, N29 ავტობუსი და N208 მიკროავტობუსი ამავე მარშრუტის გავლის შემდგომ ნუცუბიძის ქუჩას დაუკავშირდებიან, აუხვევენ ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონში, გაივლიან ამაშუკელის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)