|
2019-03-01 12:32:10, 1267 ნახვა
საზოგადოება
2 უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების პირადი მონაცემები დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული, ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სტუდენტების დავალიანების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას დარღვევად აფასებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, გასული წელს ორი უნივერსიტეტის შემოწმებისას დადგინდა, უნივერსიტეტებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული სტუდენტების ფინანსური დავალიანებისა და სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია (სია მოიცავდა სტუდენტების სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს). „უნივერსიტეტები მონაცემთა გასაჯაროების მიზნად ასახელებდნენ სტუდენტთა ინფორმირებას. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იყო სხვა ფორმითაც – ინდივიდუალურად, ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს სტუდენტების შესახებ ინფორმაცია. ორივე უნივერსიტეტი ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში. მათ ასევე დაევალათ სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესის შემუშავება. აღნიშნული დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტები საკონსულტაციო რეჟიმში აქტიურად თანამშრომლობდნენ ინსპექტორის აპარატთან“, - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)