19:13 - 22 Jul, 2026
|
2019-03-01 09:46:46, 1455 ნახვა
საზოგადოება
ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე პირი, თენგიზ ნაზღაიძე ავარიაში გარდაიცვალა
ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე პირი, თენგიზ ნაზღაიძე დაიღუპა. ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი. გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედარი კი გუშინვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)