|
2019-02-28 18:53:55, 636 ნახვა
რეგიონი
Babillon Tower-ის მშენებლობა ბათუმში მალე განახლდება
ბათუმში Babillon Tower-ის სამშენებლო სამუშაოები მალე განახლდება. მულტიფუნქციური შენობის მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში იყო შეჩერებული, რაც ინვესტორი კომპანიის მფლობელებს შორის სამართლებრივ დავას უკავშირდებოდა. პროექტის ინვესტორმა კომპანიამ ,,Tam Geo" აჭარის მთავრობას უკვე წარუდგინა მშენებლობის დასრულების ახალი განრიგი. ასევე, წარმოადგინა მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო გარანტია და მთავრობას ხელშეკრულების დარღვევისთვის მასზე დარიცხული ჯარიმების ჩამოწერა სთხოვა. 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით კომპანიას ჯამში 7 599 941,55 ლარისა და 14 276 191,25 დოლარის პირგასამტეხლო ერიცხება. Babillon Tower-ის მშენებლობის განახლების საკითხი და ინვესტორის მიერ წარდგენილი წერილები და ვალდებულებები აჭარის მთავრობამ უკვე განიხილა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და Tam Geo-ს შორის 2012 წელს დადებული კონტრაქტი მალე განახლდება და ახალი ვალდებულებების მიხედვით, Babillon Tower-ის ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლომდე შევა. თავისი შინაარსით ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მაღალი კლასის 168 ნომერზე გათვლილ სასტუმროს, საცურაო აუზს, კაფე-ბარებს და რესტორნებს, კაზინოს, სავაჭრო ცენტრს და სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ფართს გააერთიანებს. ინვესტორის განმარტებით, როგორც სასტუმრო, ისე რეზიდენციის ნაწილი განთავსებულია ერთ კომპლექსში. სამშენებლო სამუშაოები წარიმართება საერთო დინამიკით, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი როგორც არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილთან, სანებართვო პირობებთან, ასევე ლოკაციასთან მიმართებაში, რომელიც განთავსებულია ტურისტულ ზონაში და სამუშაოები ხშირად ფერხდება ტურისტული სეზონის, ხმაურის დასაშვები დონის შეზღუდვის შესაბამისად.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)