|
2019-02-28 17:22:56, 1162 ნახვა
საზოგადოება
გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N4-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 3 775 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. „რაიონის მასშტაბით, საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება. აღნიშნულ დასახლებაში, სადაც 167 ოჯახი ცხოვრობს, გზის მოწყობა დავასრულეთ. დაზიანებული გზის საფარის გამო წლების განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი ექმნებოდათ. მსგავსი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია და მოსახლეობაც კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. გუდამაყრის ქუჩა N4-ში გზის რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 162 000 ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)