|
2015-06-19 12:35:21, 490 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური სისტემის თანაშრომლები იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტი ევროკავშირის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია მაღალი რისკის დაწესებულების ფუნქციონირებასთან და განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულებთან მოპყრობის კუთხით გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები იტალიის პენიტენციური დეპარტამენტის თავმჯდომარეს მაგისტრატ სანტი კონსოლოს, პენიტენციური პოლიციის ოპერატიული მობილური დაჯგუფების მეთაურს გენერალ მაურო დ’ამიკოს და განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულთა მართვის განყოფილების უფროსს მაგისტრატ ფედერიკო ფალცონეს შეხვდნენ. შეხვედრებისას მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. უწყების ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად სწავლობს იტალიურ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რისკის მიხედვით გადანაწილების პროცესში მაღალი რისკის მსჯავრდებულებთან მიდგომების შემუშავებისა და მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის კუთხით. ქართველი სპეციალისტები რამდენიმე სტანდარტის ქართულ სინამდვილეში გადმოტანის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, იტალიის კანონმდებლობამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის, მაფიის მეთაურებთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმირება განიცადა. დღეისათვის იგი ერთ-ერთ წარმატებულ გამოცდილებად ითვლება, რადგან, ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო, მეორეს მხრივ, ეფექტურია მაფიის გავლენის წინააღმდეგ ციხეებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)