00:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 12:56:31, 1435 ნახვა

კომენტარი
​ეკა ბესელია კობახიძის იმპიჩმენტზე: ნუ წამაქეზებენ - თუ დავიწყებ ბოლომდეც მივიყვან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი თანაგუნდელის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხზე საუბარი არასერიოზულია.

ბესელიას განმარტებით, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი არ დაუწყია, თუმცა თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, დეპუტატის მტკიცებით საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ვისაც არასერიოზულად მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩინოს, რომ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ. მაგრამ მე ეს პროცესი ჯერ არ დამიწყია. მე ვთქვი, როდესაც მკითხეს გამოვრიცხავ თუ არა და ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ. მაგრამ არ დამიწყია. თუ დავიწყებ ბოლომდეც მივიყვან, იმიტომ რომ რასაც ვიწყებ ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ ნუ წამაქეზებენ. მე ვიცი როდის რა ნაბიჯი გადავდგა. წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე კენჭისყრა კიდევ, რომელიც ეხება კანონპროექტებს, როგორ მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა“, -განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ცნობისთბის, ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. ამ განცხადებას მოგვიანებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ საკითხზე საუბარი არასერიზულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics