|
2019-02-28 11:27:26, 3081 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე ვერ შეთანხმდნენ
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სამიტის ფარგლებში განსახილველ მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, - ამის შესახებ BBC "თეთრ სახლზე" დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლიდერები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე მსჯელობდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, "ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა მხარეები მზად არიან მომავალშიც შეხვდნენ ერთმანეთს". როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, კიმ ჩენ ინი მზად იყო შეთანხმებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას სანქციები მოეხსნებოდა. "ამის გაკეთების სურვილი არ მქონდა", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. მედიის ცნობით, ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა სასტუმრო, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა უკვე დატოვეს. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები დროზე ადრე დასრულდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)