|
2019-02-27 17:40:01, 1232 ნახვა
საზოგადოება
ემზარ კვიციანმა მისი ინიციატივით შექმნილ დემოგრაფიულ ცენტრში 43 ლარი ჩარიცხა
"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, ოჯახების შექმნის მიზნით მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში პირველი თანხმები უკვე ჩაირიცხა. როგორც კვიციანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სააგენტოს ანგარიშზე პირველმა თანხა პარლამენტის წევრმა თამაზ ნავერიანმა ჩარიცხა. თავად კვიციანმა მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში 43 ლარი ჩარიცხა. "მეგობრებო და კოლეგებო! მისაბაძი მაგალითი. ჩემს მიერ ინიციერებულ დემოგრაფიულ ცენტრში დღეს ჩაირიცხა პირველი თანხები. 500 ლარი ჩარიცხა პარლამენტარმა ბატონმა თამაზ ნავერიანმა. მადლობა მას. ჩემს მიერ 43 ლარია ჩარიცხული და პირველი მარტიდან ყოველთვიურად ხელფასის 2 პროცენტი ავტომატურ რეჟიმში ჩაირიცხება ამ ცენტრში. ცენტრის მიზანია ახალდაქორწინებული ოჯახებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. ქართული ემიგრაციის,დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი ანგარიშის ნომერი-:GE45TB7204736080100010", - წერს კვიციანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)