|
2019-02-26 18:24:10, 1249 ნახვა
საზოგადოება
სეს: ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ შპს „მადას“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს მადაში გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. უწყების ცნობით, ინსპექტირებისას 9 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ასე შემდეგ. "შპს „მადა“ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს. ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი შპს „მადას“ იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანის მე-3 მ/რ-ნი, ხოლო ფაქტობრივი მისამართია - დიდი დიღომი, ნაკვეთი N8", - ნათქვამია ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ წარმოებას არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო „მადარტთან“, რომელიც მომხმარებლისთვის „მადას“ სახელით არის ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)