|
2019-02-26 11:20:14, 1254 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია ასეც გაგრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მმართველ გუნდში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მყარი უმრავლესობა აქვს. როგორც ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუნდში მიმდინარე პროცესებში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს. "პირველ რიგში მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ჩვენი გუდნის თითოეული წევრის მიმართ. ვარ დარწმუნებული რომ ის იდეალები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და რისთვისაც მივირეთ საზოგადოების მხარდაჭერა 2012 წელს ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ვინაიდან სწორედ ეს ფასეულობები გვაერთიანებს. პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი. წინა მთავრობის სხდომაზეც აღვნიშნე, რომ ჩვენ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი შევცვალეთ და ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, სწორედ რაც ხდება მე განვიხილავ ამ კონტექსტიდან. ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს არის დემოკრატიის პროცესი და ამაში არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია ეს ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც ამ დღეების განმავლობაშ მოვისმინე, რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები და ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებულია. "ქართულ ოცნებას", ჩვენ გუნდს აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)