|
2019-02-25 15:41:01, 1170 ნახვა
საზოგადოება
სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა
სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეო მასალა გავრცელდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ვიდეოში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრებაა ასახული. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გადააიღო და გაავრცელა ეს კადრები სოციალურ ქსელში. სკოლაში აცხადებენ, რომ მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ მშობლების განცხადების საფუძველზე სხვა სასწავლებლებში გადაიყვანეს. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის თქმით, კადრები არასასწავლო პერიოდში, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსშია გადაღებულია. „ერთ-ერთი კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ. სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში,“-განაცხადა გოჩა დავითაძემ. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)