|
2019-02-25 13:22:04, 888 ნახვა
საზოგადოება
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოებზე ეროვნული დროშები დაუშვეს
2015 წლის 25 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული დროშები დაუშვეს. დროშა მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში - საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში დაეშვა. „პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც 1921 წელს წინ აღუდგა საბჭოთა ოკუპაციას და დათმო სიცოცხლე საკუთარი სამშობლოს თავისუფალი მომავლისთვის. ქართული დიპლომატია ყოველთვის დგას მათი ოცნების სადარაჯოზე და იღწვის ჩვენი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად“. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება. აღნიშნულ აქციას საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები ყოველ წელს უერთდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)