|
2019-02-25 11:38:25, 4875 ნახვა
სხვადასხვა
Green Book, Bohemian Rhapsody, The Favourite - ოსკარის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ოსკარის რიგით 91-ე ცერემონია დასრულდა. ყველაზე პრესტიჟული კინო პრემიის ფავორიტი პიტერ ფარელის ფილმი "მწვანე წიგნი" გახდა. ფარელმა ოსკარის ქანდაკება საუკეთესო ფილმისთვის და ასევე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის მიიღო. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მსახიობი რემი მალეკი დაჯილდოვდა. მან "მოჰემურ რაფსოდიაში" ჯგუფ Queen-ის სოლისტის, ლეგენდარული ფრედი მერკურის როლი შეასრულა. რაც შეეხება ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელს, ის ოლიცია კოულმანი გახდა. კოულმანმა ორკარი ფილმ "ფავორიტში" შესრულებული როლისთვის მიიღო. საუკეთესო რეჟისორი ალფონსო კუარონია. მან ჯილდო ფილმისთვის "რომა" მიიღო. გარდა ამისა, "რომა" საუკეთესო უცხოენოვანის ფილმის კატეგორიაშიც დაჯილდოვდა. საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის ოქროს ქანდაკება მომღერალმა ლედი გაგამ დაიმსახურა. საუკეთესო ფილმი Black Panther მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი კრისტიან ბეილი - Vice მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი იალიცა აპარიციო - Roma მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი მაჰერშალა ალი - Green Book - გამარჯვებული მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი ეიმი ადამსი - Vice საუკეთესო რეჟისორი სპაიკ ლი - “BlacKkKlansman” საუკეთესო ორიგინალური სცენარი The Favourite საუკეთესო ადაპტირებული სცენარი The Ballad of Buster Scruggs საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი Capernaum (ლიბანი) საუკეთესო ანიმაციური ფილმი Incredibles 2 საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის Black Panther - გამარჯვებული საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის “All the Stars,” Black Panther საუკეთესო კოსტიუმები The Ballad of Buster Scruggs საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა Border ხმის საუკეთესო მონტაჟი Black Panther საუკეთესო ვიზუალური ეფექტები Avengers: Infinity War
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)