19:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-24 13:16:30, 1446 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული შ.ს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 9 იანვარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მდებარე მაღაზიის კედელი დააზიანა, უკანონოდ შეაღწია შენობაში, 2100 ლარი, სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შ.ს., მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს, მოგვიანებით კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების და მოპარული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, სადგომში ან საცავში უკანონოდ არაერთგზის შეღწევის გზით ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics